Search
ყველა შედეგი

ბიზნეს პროცესების მართვა

კომპანიები აწყდებიან გამოწვევებს, როგორიცაა მომხმარებელთა მოლოდინების ცვლილება, ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპი და კონკურენტული ზეწოლა. შიდა არაეფექტიანობა და მოძველებული პროცესები შეიძლება ზღუდავდეს მათ მოქნილობასა და სწრაფი რეაგირების უნარს. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია არსებული პროცესების და ოპერაციების გაუმჯობესება და სწრაფად ადაპტირება, რათა არ ჩამორჩნენ დინამიკურ ბიზნეს გარემოში.

ბიზნეს პროცესების ეფექტური მართვით თქვენ გააუმჯობესებთ კომპანიის ეფექტურობას, შეამცირებთ ხარჯებს, გაზრდით მომხმარებელთა კმაყოფილებას და უზრუნველყოფთ მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას. ეს დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის ადაპტირებაში ცვლილებებზე, სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში.

ბიზნეს პროცესების  მართვის საკონსულტაციო სერვისი გულისხმობს ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტილებების პოვნას, რომლებიც პასუხობენ თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს. პროცესი წინასწარ გაწერილი თანმიმდევრობით ხორციელდება და მოიცავს: არსებული პროცესების იდენტიფიცირებას, პროცესების რუკის შექმნას, მათი არაეფექტიანობის ანალიზს, ოპტიმიზაციას, ცვლილებების დანერგვას (ხშირად ავტომატიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებით) და პროცესების მუდმივ მონიტორინგს.

სერვისი ემსახურება მიკროდაკრედიტების ნაწილში მომხმარებელთა გათვითცნობიერებასა და ცოდნის გაღრმავებას, რაც დაეხმარება მათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. 

სამუშაო პროცესი

ნაბიჯი 1: მიზნების განსაზღვრა

მიზნების განსაზღვრის ეტაპზე ხდება მეწარმესთან შეხვედრა, მოთხოვნების, მიზნების, საჭიროებების და მოლოდინების გაგების მიზნით.

ნაბიჯი 2: პროცესების რუკის შექმნა

პროცესების რუკის შექმნის მიზნით ხდება ინფორმაციის შეგროვება (მეწარმესთან ერთად) კომპანიაში მიმდინარე პროცესის შესახებ. პროცესების რუკა წარმოადგენს პროცესების გრაფიკულ წარმოდგენას.

ნაბიჯი 3: პროცესების ანალიზი, პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება

პროცესების ანალიზის ეტაპზე ხდება არაეფექტური ან ნაკლებადეფექტური პროცესების იდენტიფიკაცია.

ნაბიჯი 4: BPM-ის გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება (Brainstorm Solutions) და ცვლილებების განხორციელება

პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ხდება კომპანიის მიერ პოტენციური გადაწყვეტილებების შემუშავება იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად. სარეკომენდაციო დოკუმენტის შექმნა და წარდგენა მეწარმისთვის. 

ნაბიჯი 5: მონიტორინგი და გაზომვა

პროცესის ბოლო ეტაპი რამდენიმე ინტერაქციას მოიცავს მეწარმესთან, რომლის მიზანიც პროგრესის მონიტორინგი და მხარდაჭერის აღმოჩენაა.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.