"ჩემიანი" კრისტალის ახალი შემნახველი ანაბარი
- უვადო განთავსება: განათავსე თანხა წინასწარ განსაზღვრული ვადის გარეშე.
- მაქსიმალური მოქნილობა: ისარგებლე საკუთარი დანაზოგით ნებისმიერ დროს, შენი საჭიროებისამებრ.
- ყოველდღიური სარგებელი: პროცენტი გერიცხება ანგარიშზე არსებულ ყოველდღიურ ნაშთზე.
გაიცანი “ჩემიანი”- კრისტალის ახალი შემნახველი ანაბარი
“ჩემიანი” გაძლევს შესაძლებლობას, თანხა წინასწარ განსაზღვრული ვადის გარეშე შეინახო და საჭიროების შემთხვევაში დანაზოგით ნებისმიერ დროს ისარგებლო.
მართე შენი დანაზოგი დამატებითი ხარჯის გარეშე:
- ანაბრის გახსნა: 0 ₾
- ყოველთვიური მომსახურება: 0 ₾
- ანაბრიდან თანხის გატანა: 0 ₾
ანაბრის გახსნის მინიმალური ოდენობა იურიდიული პირისთვის: 100 ერთეული (შესაბამის ვალუტაში)
საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისთვის:
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
| GEL | 5.00% | 5.12% |
| USD | 1.00% | 1.00% |
| EUR | 0.50% | 0.50% |
* ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გამოყენებული დაშვებები: ანაბარი განთავსებულია 1 წლის ვადით, ყოველი დღის ბოლოს საანაბრე ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს 10000 ერთეულს და საპროცენტო სარგებელი ანგარიშზე ირიცხება თვეში ერთხელ – თვის ბოლო რიცხვში. ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება ანაბრის საწყის საპროცენტო განაკვეთს.
შემნახველ ანაბარზე ვრცელდება მიკრობანკისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული დეპოზიტების ჯამური განთავსების მაქსიმალური 50,000-ლარიანი ლიმიტი.
“ჩემიანი” – როცა დანაზოგი მართლაც შენიანია.
2025 წლის 12 თებერვლიდან მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge