Search
ყველა შედეგი

მიმდინარე ანგარიშები არსებული - იურიდიული მომხმარებლებისთვის

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს კრისტალს მიანიჭა მიკრობანკის ლიცენზია.  

შესაბამისად, კრისტალი ქართულ საფინანსო ბაზარზე  უახლოეს პერიოდში დაიწყებს მიკრობანკის სტატუსით ოპერირებას, რაც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტი სერვისით სარგებლობა შეძლონ და ამასთან, გავაუმჯობესოთ მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. 

ამ პროცესში კი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ჩვენი მომხმარებლებისთვის გახლავთ საბანკო ანგარიშების გახსნა, რაც გულისხმობს კრისტალის არსებული მსესხებლების,  თამასუქისა და  ლიზინგის მიმღებთათვის, საფინანსო პროდუქტით სარგებლობისათვის საბანკო ანგარიშების სავალდებულო გახსნას საფასურის გადახდის გარეშე. მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის,  

 დამატებითი ინფორმაცია: 

  • მიმდინარე ანგარიში ფილიალში ვიზიტის გარეშე გაიხსნება არსებული მსესხებლების, თამასუქისა და  ლიზინგის მიმღებთათვის.   
  • ანგარიშის გახსნა მოხდება უფასოდ 
  • ანგარიში გაიხსნება  ეროვნულ ვალუტაში   
  • თუ მომხმარებელს მიმდინარე სესხი ან თამასუქი აქვს უცხოურ ვალუტაში, ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ასევე გაეხსნება ანგარიში სესხის/თამასუქის ვალუტაში. .  
  • 2025 წლის 16 ივნისიდან ლიზინგის მიმღებებისათვის იცვლება გადახდის წესი, კერძოდ, ლიზინგის მიმღებმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადასახდელად, აუცილებლად უნდა მიმართოს მიკრობანკ ‘’კრისტალის’’ ფილიალს და გადახდა განახორციელოს მიკრობანკ ‘’კრისტალში’’ მისთვის გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანის  გზით, ან ეწვიოს პირად კაბინეტს online crystal, გადმოტვირთოს მისთვის გახსნილი მიმდინარე ანგარიშის რეკვიზიტი და აღნიშნულზე გადარიცხოს თანხა. ლიზინგის მიმღები იურიდიული პირებისათვის გადახდის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მიკრობანკ ‘’კრისტალის’’ ფილიალში ვიზიტისა და მისთვის გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანის  გზით. შენიშვნა: 2025 წლის 16 ივნისიდან გაუქმებულია  გადახდის წესი, რომელიც გულისხმობდა ლიზინგის მიმღების მიერ  ნებისმიერი გზით თანხის შეტანას სს მიკრობანკი კრისტალის ანგარიშზე.
  • მეწარმე კლიენტებზე მიმდინარე ანგარიშის გახსნის თაობაზე   შეტყობინება  გაიგზავნება  შემოსავლების სამსახურში, ხოლო ნებისმიერი კლიენტის ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია გაიცვლება მოვალეთა რეესტრთან. კლიენტის მიმდინარე ანგარიშებზე არსებობის შემთხვევაში  გავრცელდება ინკასო-ყადაღა.  
  • კლიენტებს, ვისაც კრისტალში აქამდე უფიქსირებოდათ ვალდებულების დასაფარად მეტობით შემოტანილი თანხები (დადებითი ბალანსი), აღნიშნული თანხები ავტომატურად გადავა მათთვის გახსნილ მიმდინარე ანგარიშებზე.
  • ანგარიშის გახსნის შესახებ კლიენტი მიიღებს SMS შეტყობინებას.  აუცილებელია, ანგარიშის გახსნისთანავე, მომხმარებელი ეწვიოს ფილიალს და ხელმოწერით გამოხატოს თანხმობა  საბანკო ანგარიშით სარგებლობასთან დაკავშირებით. ფილიალში ვიზიტისას მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 
  • მომხმარებელს შეუძლია ხელმოწერის დასაფიქსირებლად მიმართოს კრისტალის ნებისმიერ ფილიალს. იხილეთ ფილიალის მისამართები

მეტი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ იხილოთ ხელშეკრულება:

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 02 20 20 

ხშირად დასმული კითხვები

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.