მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
საინფორმაციო დოკუმენტი
წინამდებარე დოკუმენტით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის (მიმდინარე ან პოტენციური კლიენტები, საკონტაქტო პირები, უზრუნველყოფის მიმწოდებლები, სხვა დაკავშირებული პირები), როგორც იმავდროულად პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით მონაცემთა სუბიექტებისათვის, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ერთის მხრივ ინფორმირებული თანხმობის მოპოვების მიზნიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ მონაცემთა სუბიექტებისათვის მათი უფლებების და ამ უფლების რეალიზებისათვის საჭირო ინფორმაციის მუდმივად ხელმისაწვდომად არსებობისთვის.