Search
ყველა შედეგი

საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, ყოველწლიური 24-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, ქ. სტამბოლში, ყოველწლიური 24-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი  მიმდინარე საინვესტიციო გარემოს გაცნობა და შესაძლებლობების შეფასება, არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმოება, მწვანე დაფინანსების, ტექნოლოგიური გამოწვევების, ლტოლვილებისა და მიგრანტების ფინანსური გაძლიერების მიმართულებით მიდგომების შეფასება იყო.

კონფერენციაში მონაწილეობას  კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია და ფონდების მართვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგა ბაღიშვილი  იღებდა. კომპანიის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებმა  სხვადასხვა მიმართულების და თემატიკის მიხედვით შეხვედრები გამართეს და  კომპანიის სტრატეგიული მიმართულებები წარადგინეს.

MFC  ფინანსურ სფეროში ოპერირებადი ორგანიზაციებისთვის აღნიშნული კონფერენცია  ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე  კრისტალის, როგორც ქართული კომპანიის  მონაწილეობა, ხელს შეუწყობს, ქვეყნის ეკონომიკური  პოტენციალის წარმოჩენას, კომპანიის ცნობადობის ამაღლებას, საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარებას,  ახალი პროექტების განსახორციელებლად  ძლიერი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და  ინვესტიციების  მოზიდვას.

ინფორმაციისთვის, კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე  მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) დირექტორთა საბჭოს წევრად 2021 წლის მაისში, სამი წლის ვადით აირჩიეს. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.