სამუშაო შეხვედრა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თემაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის წევრები, საბანკო ასოციაციის, ფერმერთა ასოცოაციისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
შეხვედრაში კრისტალის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვებში და შეხვედრის მონაწილეებს აგროსექტორის განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისწავდომობის გაზრდის შესახებ, ამ მიმართულებით კრისტალის მიდინარე პროექტები, პროდუქტები და ინიციატივები გაუზიარეს. საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, დღეს საბანკო საზოგადოება ცდილობს ყველანაირად მოერგოს ფერმერის საჭიროებებს, თუმცა პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, კომპლექსურია და იგი ერთობლივად საჭიროებს გადაჭრას.
შეხვედრაზე ყურადღება იმ პრობლემებზე გამახვილდა, რომლებიც აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მონაწილეთა შეფასებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე დგანან ქალები და ახალგაზრდები, მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად მოტივად დასახელდა ის ფაქტი, რომ მათ საკუთრებაში არ გააჩნიათ აქტივები, რომელიც შესაძლებელია საფინანსო ორგანიზაციებში გირაოს სახით იყოს უზრუნველყოფილი. ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ისიც, რომ საოჯახო მეურნეობებს არ გააჩნიათ სტატუსი. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ საფინანსო სექტორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის შემუშავდეს სპეციალურ პროექტები.
აღნიშნულ საკითხზე მუშაობას თემატური ჯგუფი კვლავ გააგრძელებს. ამ მიმართულებით მხარდაჭერილი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს ფერმერების კეთილდღეობასა და ქვეყნის აგრო წარმოების განვითარებას.