Search
ყველა შედეგი

შეხვედრა დიმელ ქალებთან

“კრისტალის“ წარმომადგენლები ბაღდათში, სოფელ დიმში, ახალგაზრდა მეწარმეთა  სკოლის ბენეფიციარს და კომპანიის დიდი ხნის მეგობარს,  “ნინასოულის სახლის” და “დიმელი ქალების” დამფუძნებელს, ლილი ფულარიანს ესტუმრნენ. 

შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მეწარმე ქალებთან. კრისტალის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, მაია ქობალია მათ გარემოს დაცვაზე, ამ თემებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მჭიდრო კავშირზე ესაუბრა. ხოლი კომპანიის მწვანე დაფინანსება, პროდუქტებსა და კლიმატის ცვლილებებზე ინფორმაცია, შეხვედრის მონაწილეებს, კრისტალის მწვანე და სხვა მიზნობრივი პროდუქტების კოორდინატორმა,  ანა გეწაძემ გააცნო. შეხვედრას ლილი ფულარიანის მენტორი და მხარდამჭერი, მედეა ჩუხუაც ესწრებოდა.  

დიმელი ქალები მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებსაც გაეცნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხებიც.  

შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ჩატარდა და გენდერული ობლიგაციების გამოშვების პროექტის ნაწილს წარმოადგენდა. გასულ წელს „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე 25 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები სწორედ აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციით განათავსა.  

გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათს ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა, მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.