სოციალური პასუხისმგებლობა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დაარსების დღიდან კრისტალის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილია. ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ინოვაციური პროექტები მხარს უჭერს სიღარიბის დაძლევას, გარემოს დაცვას, ქალთა გაძლიერებასა და ახალგაზრდების მეწარმეობას.
კრისტალის CSR ინიციატივებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. 2018 წელს კომპანიამ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2018“ მთავარი ჯილდო მიიღო და ქვეყნის ყველაზე პასუხისმგებლობიან ბიზნესორგანიზაციად დასახელდა.
კრისტალის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:
ქალთა გაძლიერებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა
2016 წლიდან კრისტალი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა და მათი მხარდაჭერის ფარგლებში, ორგანიზაციის შიგნით თუ მის გარეთ საგანმანათლებლო, მენტორინგის, პროფესიული განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, სისტემურ, მდგრად ინიციატივებს ახორციელებს. კომპანიას შემუშავებული აქვს შიდა სამოქმედო გეგმა, რომელიც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ამოცანებსა და ინდიკატორებს ასახავს.
კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალებისთვის განკუთვნილი 15 მილიონი ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები (Women Corporate Bonds) გამოუშვა. შედეგად, ათასობით ქალ მომხმარებელს ეკონომიკური განვითარებისა და კაპიტალზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მიეცა.
კრისტალის მიერ ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მიერ არაერთხელ აღინიშნა. კომპანიამ საქართველოს სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში CSR Award 2019, კატეგორიაში გენდერული თანასწორობა – მდგრადი განვითარების მიზანი N5 პირველი ადგილი მიიღო. 2020 წელს კი გაიმარჯვა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც ათასწლეულის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კრისტალი ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების განვითარებასა და მათი ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას. სწორედ ამ მიზანს ისახავს პროექტი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, რომელიც USAID-თან პარტნიორობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდამჭერი ინიციატივები:
- ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა
- ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების მხარდაჭერა
გარემოს დაცვა
გარემოსდაცვითი კუთხით კრისტალი ჩართულია სხვადასხვა პროექტსა და საკონსულტაციო საქმიანობაში, აქტიურად ითვალისწინებს შესაბამის საკითხებს საკუთარ ბიზნესმოდელში, კორპორაციულ სტრატეგიაში, საოპერაციო პოლიტიკასა და ფინანსურ პრაქტიკაში.
კრისტალის მიერ გარემოს მხარდაჭერა 2017 წლიდან გამოხატულია მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტის, კერძოდ კი „მწვანე დაფინანსების“ შეთავაზებაშიც, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი საამაყო ინიციატივაა.
„მწვანე დაფინანსება“, როგორც წარმატებული და ინოვაციური საქმიანობა, საერთაშორისო ორგანიზაცია მიკროსაფინანსო ცენტრმა (MFC) 2021 წელს 5 საუკეთესო ინიციატივას შორის დაასახელა, 2020 წელს კი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონკურსზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’, კრისტალს კატეგორიაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ ჯილდო სწორედ ამ პროექტისთვის გადაეცა.
კრისტალი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მხარს უჭერს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს:
მდგრადი განვითარების მიზნები
მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDGs) გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წელს წარადგინა. მიზნებისა და ინდიკატორების უნიკალური ნაკრები ქვეყნებს სიღარიბის დაძლევაში ეხმარება, იცავს პლანეტას და პოპულარიზაციას უწევს თითოეული ადამიანისთვის კეთილდღეობის ხელმისაწვდომობას.
კრისტალის მისიასა და ღირებულებებში მდგრადი განვითარების მიზნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 6 მათგანი კი კომპანიის კორპორაციულ სტრატეგიაში პირდაპირაა ინტეგრირებული და მის სამომავლო განვითარებას განსაზღვრავს.
- ფინანსური ინტეგრაციით, მნიშვნელოვან უნარებსა და ქსელებზე ხელმისაწვდომობით უნდა იყოს მიღწეული. კრისტალი საკუთარ მომხმარებლებს, მათ შორის ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა სპეციალურ ჯგუფებს, საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამის საფინანსო და არასაფინანსო მომსახურებებს, ასევე, ბაზრებსა და ტექნოლოგიებზე წვდომას სთავაზობს.
- კრისტალის ათასობით წარმატებული მომხმარებელი თემის სხვა წევრებისთვის როლური მოდელი გახდება და მათ სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მაგალითს მიცემს.
- ინოვაციური საკონსულტაციო პლატფორმის დახმარებით, კრისტალი განათლების ეფექტიან შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, რაც აერთიანებს ონლაინსწავლებას, მენტორინგსა და საჭირო კავშირების დამყარებას. ეს ინიციატივები ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნის, ინფორმაციისა და უნარების გაზიარებისკენაა მიმართული.
- კრისტალი მხარს უჭერს ახალგაზრდებსა და ქალებს შორის სამეწარმეო უნარების განვითარებას, რომელიც საბოლოო მიზნად სამომავლო დასაქმებასა და შემოსავლების გაზრდას ისახავს.
- კრისტალი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებს მოაწერა ხელი. კრისტალის ადამიანური რესურსების მართვა და ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკა თუ პროცედურები ხელს უწყობს ორგანიზაციის შიგნით გენდერულ თანასწორობას. კომპანიის თანამშრომელთა 52% ქალია და კრისტალი, ტრენინგების, სემინარების, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმისა და სხვა აქტივობების დახმარებით, მხარს უჭერს მათი ლიდერობის უნარების განვითარებას.
- ამას გარდა, ქალ მომხმარებლებზე ორიენტირებული, სპეციალური ფინანსური თუ არაფინანსური სერვისების შეთავაზებით, კრისტალი გავლენას ახდენს მათი ეკონომიკურ ჩართულობისა და ოჯახების კეთილდღეობის გაზრდაზე.
- კრისტალის მწვანე დაფინანსების პორტფელი 2026 წლისთვის 50 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ოჯახების ენერგოეფექტურობაზე და პოზიტიურად აისახება კლიმატის ცვლილებების პრევენციასა და გამონაბოლქვის შემცირებაზე.
- კრისტალი შეაფასებს კომპანიის ნახშირბადის „ნაკვალევს“ და სამუშაო ადგილზე გამონაბოლქვის შემცირებას. 2025 წლისთვის კი გახდება ნახშირბადისგან ნეიტრალური კომპანია, რომელიც ზრუნავს თემების განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.
- კრისტალის ფინანსური ჩართულობის სერვისები მომხმარებლების პროდუქტიულობის გაზრდისთვის საჭირო ცოდნისა და ინვესტიციების შეთავაზებას გულისხმობს.
- კომპანიის მომსახურებები მეწარმეობის მხარდაჭერისკენაა მიმართული, რაც MSME-ის განვითარების საწინდარია.
- ახალგაზრდები კრისტალის მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პროექტი YES Georgia მათი ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას ემსახურება.
- კრისტალისთვის ინვესტირების ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ტურიზმია. ამ მიმართულების განვითარების პროცესში კომპანია მდგრად პრაქტიკებსა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციაზეა ფოკუსირებული.
- კრისტალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადაჭრან საკუთარი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები და გაზარდონ მდგრადობა. ამ მიზნით, კომპანია მხარს უჭერს მათ სამეწარმეო უნარებს, რასაც შემოსავლების ზრდა და ოჯახების კეთილდღეობის გაძლიერება მოაქვს.
- დიასპორასთან დაკავშირებული საქმიანობის დახმარებით, კრისტალი არა მარტო ამცირებს ფულადი გზავნილების საფასურს, არამედ ხელს უწყობს ქართველი ემიგრანტების ფინანსურ წვდომას და ზრდის მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგრადობას.
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები – WEPs
კრისტალი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებს მოაწერა ხელი. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს.
კომპანიის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც ადამიანებზეა ორიენტირებული, ტრენინგები და სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმი მხარს უჭერს ორგანიზაციის შიგნით გენდერულ თანასწორობას, ქალი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მათთვის ლიდერობის უნარების განვითარებას.
გაეროს გლობალური შეთანხმება
2011 წლიდან კრისტალი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეა. ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილის შესახებ კომპანიაში ანგარიში ყოველწლიურად მზადდება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სტანდარტები
კრისტალი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტანდარტებს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მთავარ ორიენტირად მიიჩნევს და მიზნად ისახავს, რომ კომპანიის ქცევა მთლიანად ამ სტანდარტებით გათვალისწინებულ ღირებულებებს დაეფუძნოს.
გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსი
კრისტალი გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და ასრულებს პრინციპს „შესაბამისობა ან გამჟღავნება“, რითაც კორპორაციული მართვის ღია შეფასებას უზრუნველყოფს.
სმარტკამპანიის (SMART Campaign) მომხმარებლის დაცვის პრინციპები
მომხმარებელთა დაცვის წასახალისებლად, კრისტალი სმარტკამპანიის პრინციპებს საჯაროდ უჭერს მხარს და ამ ნაბიჯით ცდილობს, იგივე ქმედებისკენ სხვა ორგანიზაციებიც წაახალისოს. კრისტალის ყველა პროცედურა მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკით განისაზღვრება.