თამარ დგებუაძე საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.
კომპანიამ ეროვნული ბანკის ინიციატივის ფარგლებში დასაჯილდოებლად უნაღდო ანგარიშსწორებისა და საბანკო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დგებუაძე წარადგინა. მას საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადასცა
- „კრისტალი“ ამ თარიღს მიკრობანკის სტატუსით უკვე მეორედ შეხვდა. კომპანიამ ეროვნული ბანკის ინიციატივის ფარგლებში, დასაჯილდოებლად უნაღდო ანგარიშსწორებისა და საბანკო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი, თამარ დგებუაძე წარადგინა, რომელსაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ, ბანკმა საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო სიგელი გადასცა.
- თამარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „კრისტალის“ საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, განსაკუთრებით კი კრიტიკული საოპერაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა RTGS-ისა და SWIFT-ის სისტემებთან დაკავშირებული პროცესები და გადამზადდნენ საფილიალო ქსელის თანამშრომლები, რაც მათ ახალი საბანკო ოპერაციების ეფექტიანად და უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას აძლევს.
- თამარს საბანკო ოპერაციების მიმართულებით 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მას საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში.
თამარის ეს აღიარება განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია მთელი ჩვენი გუნდისთვის. ეს არის მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის დაფასება და იმ მნიშვნელოვანი საქმის აღიარება, რომელსაც ის „კრისტალის“ განვითარებისთვის ყოველდღიურად აკეთებს.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ თამარს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ვუსურვებთ წარმატებებს და ახალ პროფესიულ მიღწევებს!