Search
ყველა შედეგი

"უფრო მწვანე კრისტალი" გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კონკურსის გამარჯვებულია

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ პროექტმა – „უფრო მწვანე კრისტალი“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამაში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“, გაიმარჯვა. 

კომპანიის გუნდის სახელით, პროგრამაში მწვანე და სხვა მიზნობრივი რესურსების მართვის კოორდინატორი ანა გეწაძე და სოციალური პასუხისმგებლობის/CSR სპეციალისტი ლიკა სალუქვაძე მონაწილეობდნენ. მათ ფინალურ ღონისძიებაზე „უფრო მწვანე კრისტალის“ მიზნები და შედეგები ფიჩინგ სესიის ფორმატში წარადგინეს.  საგულისხმოა, რომ პროექტი გამარჯვებულად გაეროს გლობალური შეთანხმების სათავო ოფისმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულები აშშ-ში გაემგზავრებიან და 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ახალგაზრდა ინოვატორების ლიდერთა სამიტს — SDG Innovation Accelerator for Young Professionals დაესწრებიან. საგულისხმოა, რომ ღონისძიების მონაწილეები სულ 14 ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილი. მათ შორის არის საქართველო და ქართული ბიზნესკომპანიები.

აქსელერაციის პროგრამის მანძილზე პროექტის გუნდს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის(E&S) დეპარტამენტის ხელმძღვნელი მაია ქობალია მართავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტალის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს SDG #13 – „ქმედებები კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგოდ“ წარმოადგენს და ამ მიზნის შესაბამისად,  კომპანიამ პროექტის „უფრო მწვანე კრისტალის“ განხორციელება დაიწყო, რომელიც თანამშრომელთა შორის ენერგოეფექტური გარემოსა და ეკომეგობრული ქცევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

“მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრი კომპანიებისთვის შექმნილი პროგრამაა. ის ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნესინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან დანერგვაში ეხმარება. 

გარემოზე ზრუნვის კუთხით „კრისტალი“ ჩართულია სხვადასხვა პროექტებსა და საკონსულტაციო საქმიანობაში, ამავდროულად, აქტიურად ითვალისწინებს შესაბამის საკითხებს საკუთარ ბიზნესმოდელში, კორპორაციულ სტრატეგიაში, საოპერაციო პოლიტიკასა და  პრაქტიკაში. კომპანია ინტენსიურად ემზადება საბანკო ტრანსფორმაციისთვის და ამ პროცესის დასრულების შემდეგაც გარემოზე ზრუნვას, როგორც სტრატეგიულ მიმართულებას, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.