Search
ყველა შედეგი

ქალაქი ქუთაისი

დეპარტამენტი ავტო დაკრედიტების ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 16 ივლისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ავტო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე.

  • ქუთაისი
  • სრული

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტოსესხების/განვადებების დამუშავება/გაცემა;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
  • პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  • ავტო-სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, შეფასება და საბაზრო ღირებულების დადგენა;
  • კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  • კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
  • საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
  • პოტენციური მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე (სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა.  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.