ქალაქი ზუგდიდი, თბილისი, სენაკი, ფოთი
დეპარტამენტი ბიზნეს მრჩეველი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 24 აპრილი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს მრჩეველის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი
- ვაკანსიის რაოდენობა: 1
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა (30,000 ლარიდან);
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება,
- არასაკრედიტო და საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
- დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
- მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
- საკრედიტო პროტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
- მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.