ქალაქი აბაშა
დეპარტამენტი ფილიალის მმართველი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 7 აპრილი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: აბაშა
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის დაგეგმილი ბიზნეს შედეგების უზრუნველყოფა და მართვა;
- ფილიალის სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მართვა;
- დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება;
- გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდის წევრების შერჩევის პორცესში აქტიური მონაწილეობა;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- მონაწილეობა მომხმარებლის საკრედიტო განაცხადების განხილვაში მინიჭებული ლიმიტის ფარგლებში;
- დამტკიცებული / გაცემული სესხების ფაილინგის შემოწმება და სრულყოფილების კონტროლი;
- გაცემული სესხების მონიტორიგი კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და პროგრამაში შედეგების ასახვა;
- პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
- პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
- ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
- საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
- რეგიონის მიკრო-საკრედიტო ბაზრისა და მარკეტინგის ცოდნის სათანადო დონე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 07 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.