ქალაქი საჩხერე
დეპარტამენტი ფილიალის მმართველი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 1 ოქტომბერი, 2023
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ფილიალის მმართველი.
სამუშაო ადგილდებარეობა: საჩხერის ფილიალი
განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის დაგეგმილი ბიზნეს შედეგების უზრუნველყოფა და მართვა;
- ფილიალის სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მართვა;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- მონაწილეობა მომხმარებლის საკრედიტო განაცხადების განხილვაში მინიჭებული ლიმიტის ფარგლებში;
- მის მიერ დამტკიცებული / გაცემული სესხების ფაილინგის შემოწმება და სრულყოფილების კონტროლი;
- გაცემული სესხების მონიტორიგი კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და პროგრამაში შედეგების ასახვა;
- დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება; გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდის წევრების შერჩევის პორცესში აქტიური მონაწილეობა;
- პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
- პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
- ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, საკრედიტო მიმართულებით;
- საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
- რეგიონის მიკრო-საკრედიტო ბაზრისა და მარკეტინგის ცოდნის სათანადო დონე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.