Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი ფულადი რესურსების მართვის სპეციალისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 15 აგვისტო, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ფულადი რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფილიალებიდან, საკასო ცენტრიდან, ეროვნული ბანკიდან მობილიზებული ფულადი რესურსის მიღება, ასახვა, შენახვა; 
  • ფულადი რესურსების გაგზავნა საკასო ცენტრში, ეროვნულ ბანკში, ფილიალებსა თუ საბანკო დაწესებულებებში; 
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების წარმოება; 
  • ინკასირებული თანხების შესაბამისი წესით გადათვლა, შემოწმება, ფორმირება და შენახვა; 
  • საჭიროებიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკში შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება თანხის მიღება-გაცემის მიზნით; 
  • ძვირფასეულობის სარეალიზაციო ქისების მიღება ფილიალებიდან და შესაბამისი კომისიისთვის გადაცემა ნივთების რეალიზაციის მიზნით; 
  • ფილიალიდან/საკასო ცენტრიდან გამოგზავნილი საეჭვო კუპიურის მიღება და გაგზავნა საკასო ცენტრში /ეროვნულ ბანკში; 
  • საინკასაციო ჩანთებში აღმოჩენილი უზუსტობების აღრიცხვა და შესაბამისი მიმართულებების ინფორმირება; 
  • დღის განმავლობაში საკასო ცენტრში/მის მიერ შესრულებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის სისწორის და შევსების სისრულის უზრუნველყოფა; 
  • სალაროს დღიური საბუთების ფორმირება, არქივირება წესების დაცვით.  

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • საბანკო-საფინანსო სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე ან სალარო მიმართულებით მუშაობის მინ, 1-წლიანი გამოცდილება; 
  • საკასო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ფულის ნიშნებისა და ნაღდ ფულთან მუშაობის რეგულაციების/წესების ცოდნა; 
  • ALTA B6/LMS-ის ცოდნა; 
  • დაკვირვებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  •  დროის მართვის უნარი; 
  • MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა. 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 15  აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა ან  გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.