განვადების ოფიცერი
განაცხადის შევსებაქალაქი ახალციხე, გორი, თბილისი, თელავი, ლაგოდეხი
დეპარტამენტი განვადების ოფიცერი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 5 აპრილი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცერი
- სამუშაო ადგილი: ახალციხე, გორი, თბილისი, თელავი, ლაგოდეხი (სოფ.შრომა)
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
- კომპანიის ცნობადობის გაზრდა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- საშუალო ან პროფესიული განათლება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- მიზანდასახული და ენერგიული;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,
2025 წლის 5 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.