Search
ყველა შედეგი

ინკასატორი

განაცხადის შევსება

ქალაქი ქუთაისი

დეპარტამენტი ინკასატორი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 12 თებერვალი, 2023


სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინკასატორი 

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქუთაისი  

სამუშაო განაკვეთი: სრული 

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. “კრისტალი” უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 
 
“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

“კრისტალი”გთავაზობთ: 
 
**პიროვნულ და პროფესიულ ზრდას; 
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ნაღდი ფულისა და ფასეულობებიანი ჩანთების უსაფრთხო გადაზიდვასა და დაცვის უზრუნველყოფა; 
  • ფასეულობებიანი ჩანთების მიღება-გაცემის პროცესის შესრულება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ინკასაციის პროცედურების შესაბამისად; 
  • საინკასაციო მანქანის მართვა ინკასაციის კორდინატორის მითითებების მიხედვით; 
  • ინკასაციის ჯგუფის გადაადგილება დადგენილი მარშრუტის მიხედვით; 
  • მინდობილი თავდაცვითი იარაღისა და აღჭურვილობის გაფრთხილება; 
  • ინკასაციის კორდინატორისა და ჯგუფის უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება; 
  • შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ასრულებს შესაბამის მოვალეობას ინკასაციის ჯგუფში (მძღოლი, გამცილებელი); 
  • საინკასაციო მანქანის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • ორგანიზაციაში არსებულ ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების დაცვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  – სასურველია; 
  • მსგავს პოზიციაზე ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება  - სავალდებულო 
  • მოხდილი სამხედრო სავალდებული სამსახური – სავალდებულოა 
  • მართვის მოწმობა - C კატეგორია  – სავალდებულო; 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: 

  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი ; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი ; 
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმა 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო