Search
ყველა შედეგი

მძღოლი-ინკასატორი

განაცხადის შევსება

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი მძღოლი-ინკასატორი

საბოლოო ვადა 28 თებერვალი, 2025


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ინკასატორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი 
 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 26  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობებიანი საინკასაციო ჩანთების უსაფრთხო გადაზიდვა; 
  • საინკასაციო სპეცმანქანის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;  
  • საინკასაციო მანქანას მართვა ინკასაციის ოფიცრის მიერ მითითითებული რეჟიმის მიხედვით; 
  • საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის ოფიცერის ან ნებისმიერი ინკასატორის მოვალეობის შესრულება; 
  • ორგანიზაციაში არსებული შესაბამის ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების დაცვა. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია); 
  • სასურველია კერძო, ან საჯარო სექტორში ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება; 
  • საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლოატაციის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;  
  • სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • დეტალებზე ფოკუსირების უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „პოზიციის დასახელება  – ქალაქი“) ან შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა 

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.