Search
ყველა შედეგი

ქალაქი ვანი

დეპარტამენტი მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 8 მაისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

  • ვანი
  • სრული

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის რეგისტრაცია;
  • მომხმარებლების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და შენახვა არსებული წესების შესაბამისად;
  • არსებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილება არსებული წესების შესაბამისად;
  • ანგარიშის გახსნა, დახურვის  ოპერაციების წარმოება;
  • ანაბრის/თამასუქის გახსნა, დარღვევის ოპერაციების წარმოება;
  • ცნობების, ამონაწერების მომზადება და გაცემა, კოპეტენციის ფარგლებში;
  • უნაღდო ოპერაციების წარმოება, მათ შორის  უნაღდო კონვერტაცია, სალარე და სავალუტო გადარიცხვები, სხვა ოპერაციები კომპეტენციების ფარგლებში;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის არასაკრედიტო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური შეთავაზება;
  • მოზიდული თანხების (თამასუქი, ანაბარი) პორტფელის შექმნა და მართვა, პორტფელის ზრდაზე ზრუნვა;
  • ინკასო/ყადაღების შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული რეგულაციების შესაბამისად;
  • პლასტიკური ბარათებთან დაკავშრებული ოპერაციების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გაყიდვების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  2025 წლის 8 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა.  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.