ქალაქი ბათუმი, თბილისი
დეპარტამენტი პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 1 ივნისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, თბილისი
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- პირად მართვაში არსებულ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილების მართვა;
- ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის პროცესში უშუალო მონაწილეობა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
- მომხმარებლების/დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და შესაბამისი ღონიძიებების დაგეგმვა;
- მომხმარებლებთან და შესაბამისი ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ვადაგადაცილებული სესხის გაჯანსაღების მიზნით;
- დასახული გეგმის შესრულება;
- პორტფელის მართვის პროცესში წარმოქმნილი წინააღმდეგობების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
- პრობლემური სექტორების და ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ფილიალებში პირველადი სასესხო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად;
- გეგმიური ანგარიშგება შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოზე, მიღებულ შედეგზე და დასახულ ამოცანებზე;
- მომხმარებლების გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური მონაცემების დადგენა და ანალიზი (რესტრუქტურიზაციის, მორიგების დროს);
- პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება – სავალდებულო;
- ანალოგიურ პოზიციაზე ან მსგავს სფეროში მუშობის გამოცდილება - სავალდებულო;
- საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint) – სავალდებულოა;
- ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა - სავალდებულო;
- ავტომობილის მართვის ცოდნა (მართვის მოწმობა) – სავალდებულო;
- რუსული და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა – სასურველია;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.