Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 13 აგვისტო, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების ციფრული მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის  პოზიციაზე 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი 
  • ვაკანსიის რაოდენობა: 1 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • განყოფილების საქმინობის კოორდინაცია და მართვა; 
  • თანამშრომლების სამუშაოს სწორად დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება, მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; 
  • საჭიროებების გამოვლენა, პროცესების დიგიტალიზაციის საჭიროების ანალიზი და კონცეფციის შემუშავება;  
  • პროდუქტების ციფრული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • პროდუქტების მენეჯერის როლის შესრულება არადელეგირებული პროდუქტებისათვის; 
  • ახალი ციფრული პროდუქტების შექმნის პროექტებში, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის ან პროდუქტის მფლობელის(product owner) როლით მონაწილეობა; 
  • კომპანიის შიგნით და გარეთ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია; 
  • პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ინფორმაციული მიმართულებით); 
  • ტექნოლოგიურ/ციფრულ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;  
  • პროექტების მართვის მინ. 3-წლიანი გამოცდილება;  
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინ. 2-წლიანი გამოცდილება;  
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2); 
  • საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;  
  • გუნდის მართვისა და და შეკვრის უნარი;  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი. 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  გთხოვთ 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.