ქალაქი ბორჯომი, თბილისი, თელავი, რუსთავი, საჩხერე, წნორი, ხაშური
დეპარტამენტი რეზერვი უნივერსალური მოლარე
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 6 მაისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას რეზერვი უნივერსალური პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: თელავი, წნორი, რუსთავი, თბილისი, ხაშური, ბორჯომი, საჩხერე
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ძვირფასი ლითონების შეფასება
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 6 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.