ქალაქი თბილისი
დეპარტამენტი საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცერი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 13 ივლისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცერის პოზიციაზე
- თბილისი
- იხ.მისამართი
- სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო ბარათების ოპერაციების ქორ სისტემებში შესრულების სისწორის მონიტორინგი, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებები;
- UFC-ის და სხვა მსგავს ფუნქციონალურ სისტემებში/პლატფორმებზე ოპერაციების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
- საბანკო ბარათებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭირო კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
- თაღლითობის პრევენციის მიზნით ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- საბანკო ბარათის მფლობელებისგან მიღებულ საჩივრებზე რეაგირება, მოკვლევა და უკუკავშირის დაბრუნება;
- საბარათე ტრანზაქციების ლიმიტების განსაზღვრა, ბარათების ბლოკირება საეჭვო ოპერაციის აღმოჩენისას, ტრანზაქციების შეზღუდვებისთვის საჭირო წესების შემუშავება და სისტემაში გაწერა;
- საბანკო ბარათებთან და საბარათე რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი წესების და პროცესების შექმნაში მონაწილეობის მიღება, განახლება, მონიტორინგი და მართვა;
- ბანკომატებში დაკავებული ბარათების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირებები;
- თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან და საგამოძიებო სტრუქტურებთან თაღლითური შემთხვევების განხილვისას;
- რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და მონაცემთა ანალიზი;
- მონაწილეობა ახალი საბარათე პროდუქტებისა და სისტემების რისკების შეფასებაში.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
- საბარათე რისკების მართვის, საბარათე სისტემებთან და ტრანზაქციებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- თაღლითობის პრევენციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბანკო ბარათების ოპერაციებთან, ციფრულ გადახდებთან და საბარათე რისკებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint);
- ინგლისური ენა – B2 დონეზე ფლობა;
- UFC-ის და Alta-ს სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 13 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.