Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი საბარათე რისკების უფროსი სპეციალისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 7 სექტემბერი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი 
  • ვაკანსიის რაოდენობა: 1 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საბანკო ბარათების ოპერაციების ქორ სისტემებში შესრულების სისწორის  მონიტორინგი, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებები; 
  • UFC-ის და სხვა მსგავს ფუნქციონალურ სისტემებში/პლატფორმებზე ოპერაციების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა; 
  • საბანკო ბარათებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭირო კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა; 
  • თაღლითობის პრევენციის მიზნით ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; 
  • საბანკო ბარათის მფლობელებისგან მიღებულ საჩივრებზე რეაგირება, მოკვლევა და უკუკავშირის დაბრუნება; 
  • საბარათე ტრანზაქციების ლიმიტების განსაზღვრა, ბარათების ბლოკირება საეჭვო ოპერაციის აღმოჩენისას, ტრანზაქციების შეზღუდვებისთვის საჭირო წესების შემუშავება და სისტემაში გაწერა; 
  • საბანკო ბარათებთან და საბარათე რისკებთან  დაკავშირებული მარეგულირებელი წესების და პროცესების შექმნაში მონაწილეობის მიღება, განახლება, მონიტორინგი და მართვა; 
  • ბანკომატებში დაკავებული ბარათების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირებები; 
  • თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან და საგამოძიებო სტრუქტურებთან თაღლითური შემთხვევების განხილვისას; 
  • რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და მონაცემთა ანალიზი; 
  • მონაწილეობა ახალი საბარათე პროდუქტებისა და სისტემების რისკების შეფასებაში. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე); 
  • საბარათე რისკების მართვის, საბარათე სისტემებთან და ტრანზაქციებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; 
  •  თაღლითობის პრევენციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საბანკო ბარათების ოპერაციებთან, ციფრულ გადახდებთან და საბარათე რისკებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint); 
  • ინგლისური ენა – B2 დონეზე ფლობა; 
  • UFC-ის და Alta-ს სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  გთხოვთ 2025 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.