Search
ყველა შედეგი

საკრედიტო ადმინისტრატორი

განაცხადის შევსება

ქალაქი ფოთი

დეპარტამენტი საკრედიტო ადმინისტრატორი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 2 მაისი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

 სამუშაო ადგილმდებარეობა: ფოთი 

განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საკრედიტო ხელშეკრულებების და/ან მათი ცვლილებების მომზადება; 
  • გადაწყვეტილების ოქმთან ხელშეკრულებაში მითითებული პირობების  შესაბამისობის კონტროლი; 
  • მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფა; 
  • კლიენტის იდენტიფიკაცია; 
  • ხელშეკრულებების კომპანიის პირების ორგანიზებულად და დაცულად შენახვა; 
  • იპოთეკის ხელშეკრულების რეგისრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; 
  • სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ALTA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ორგანიზებულობა, დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.  

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 2 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა.   

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.