Search
ყველა შედეგი

ქალაქი ქუთაისი

დეპარტამენტი საკრედიტო ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 8 მაისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  • განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  • სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
  • დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა,  გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  • გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
  • მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო პროტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
  • მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  2025 წლის 8 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა.  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.