Search
ყველა შედეგი


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილმდებარეობა: ხობი 

განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 
  • განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; 
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 
  • სესხის უზრუნველყოფის შეფასება; 
  • დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა,  გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; 
  • გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი; 
  • მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი; 
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა; 
  • საკრედიტო პროტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია); 
  • მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.