Search
ყველა შედეგი

SME ლიზინგის ოფიცერი

განაცხადის შევსება

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი SME ლიზინგის ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 18 დეკემბერი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზეSME ლიზინგის ოფიცერი 

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი  
სამუშაო განაკვეთი: სრული 
 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით. 

კრისტალი ლიზინგის დინამიური და მზარდი გუნდი, აერთიანებს  20-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.   

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პოტენციურ მომხმარებლისათვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება; 
  • მომხმარებელებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება; 
  • დაინტერესებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და კონტროლი; 
  • მომხმარებლების მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა; 
  • სალიზინგო პროექტების დამუშავება და ანალიზი; 
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა; 
  • კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა; 
  • სალიზინგო პროექტის დოკუმენტაციის მართვა;  
  • ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი; 
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება საჭიროების შემთხვევაში 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია; 
  • ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2024 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.