უფროსი მოლარე
განაცხადის შევსებაქალაქი ბორჯომი
დეპარტამენტი უფროსი მოლარე
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 31 მარტი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – უფროსი მოლარე
სამუშაო ადგილი: ბორჯომის ფილიალი (მისამართი)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მართვა;
- პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
- ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
- ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ძვირფასი ლითონების შეფასება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- Alta-სთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.