Search
ყველა შედეგი

უმცროსი საკრედიტო ოფიცერი

განაცხადის შევსება

ქალაქი აბაშა, ზესტაფონი, ზუგდიდი, თერჯოლა, ლანჩხუთი, მარტვილი, ოზურგეთი, სამტრედია, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ხონი

დეპარტამენტი უმცროსი საკრედიტო ოფიცერი

პოზიციის ტიპი არასტანდარტული

საბოლოო ვადა 16 ოქტომბერი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – უმცროსი საკრედიტო ოფიცერი.  

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი, ფოთი, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქუთაისი, წყალტუბო, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ვანი, ხონი 

განაკვეთი: არასტანდარტული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 24  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური  კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებაში მონაწილეობა; 
  • განაცხადის შევსების უზრუნველყოფა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; 
  • მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება; 
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 
  • დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა; 
  • კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა; 
  • შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა; 
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე; 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე, 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი. 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.