
ყველაფერი, რაც ბიზნეს სესხის შესახებ უნდა იცოდეთ
ბევრ ადამიანს, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება ან განვითარება სურს, საჭირო მოცულობის ინვესტიცია სრულად არ აქვს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ დამატებითი რესურსის მოძიება უწევს. თანამედროვე მსოფლიოში ფინანსური რესურსის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტიანი საშუალება ბიზნეს სესხია: დღესდღეობით ამ პროდუქტით არაერთი სტარტაპი თუ უკვე გამოცდილი მეწარმე სარგებლობს და მას საკმაოდ დიდი წარმატებითაც იყენებს.
რა არის ბიზნეს სესხი და რაში გეხმარებათ ის, რა ტიპის პროდუქტები არსებობს, როგორია მათი ძირითადი პირობები, მახასიათებლები და უპირატესობები, რისი გათვალისწინება გჭირდებათ და რატომ — ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ ამ თემებს მოვუყარეთ თავი.
რა არის ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხი საფინანსო ორგანიზაციების პოპულარული პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა მიზნობრიობით — სტარტაპის წამოწყებისთვის, ინოვაციების დანერგვისთვის, ტექნიკური საშუალებებისა თუ აღჭურვილობის შეძენის ან განახლებისთვის, საქმიანობის გაფართოებისა და ახალი მომსახურებების დამატებისთვის გამოიყენება.
ბიზნეს სესხის პირობები მიზნობრიობის და საქმიანობის ტიპის მიხედვით განსხვავდება მაგალითად, არსებობს კონკრეტულად სტარტაპებისთვის განკუთვნილი სესხი ბიზნესის დასაწყებად, აგრო სესხი მათთვის, ვინც უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს, პროდუქტი, რომელიც მხოლოდ მეწარმე ქალების ბიზნესსაქმიანობებს ან ეკომეგობრული, „მწვანე“ ტექნოლოგიების დანერგვას აფინანსებს და ა.შ.
როგორ ავიღო ბიზნეს სესხი?
უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლებს ბიზნეს სესხით სარგებლობისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს, გამარტივებულ პროცედურებს, მოქნილ გრაფიკებსა და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობენ. მაგალითად, დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობები, ბიზნეს სესხზე განაცხადი ონლაინ შეავსოთ და თანხა დისტანციურად მოითხოვოთ ასევე, მიიღოთ სწრაფი ბიზნეს სესხი, რომელიც მაქსიმალურად ოპტიმალურ ვადაში მომსახურებას გულისხმობს ან ბიზნეს სესხი უზრუნველყოფის გარეშე დაიმტკიცოთ.
ამდენად, ბიზნეს სესხის აღება განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს: შეგიძლიათ, განაცხადი სახლიდან გაუსვლელად შეავსოთ, დატოვოთ ტელეფონის ნომერი და შემდეგ თავად ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ, ან სულაც პირდაპირ ფილიალში მიხვიდეთ. რასაკვირველია, წინასწარ აუცილებლად უნდა გქონდეთ გეგმა, გაწეროთ კონკრეტული საჭიროებები და მიზნობრიობა, თუ რისთვის და რა მოცულობის თანხას ითხოვთ, როგორ გამოიყენებთ, რაში და რა ვადაში დახარჯავთ მას.
გაითვალისწინეთ, რომ, ძირითადად, ხელშეკრულების შაბლონები ონლაინსივრცეშია განთავსებული. შესაბამისად, საშუალება გაქვთ, დეტალურად გაეცნოთ მათ და გადაწყვეტილებაც შემდეგ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღოთ. ამას გარდა, არსებობს ბიზნეს სესხის კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ, გამოთვალოთ კონკრეტული თანხის გარკვეული ვადით მოთხოვნის შემთხვევაში, როგორი იქნება გადახდის გრაფიკი, რა თანხას შეადგენს თქვენი ყოველთვიური შენატანი და წლიური პროცენტი. სესხის კალკულატორი გარკვეულ წინასწარ წარმოდგენას შეგიქმნით პროდუქტით სარგებლობის პირობებზე და საშუალებას მოგცემთ, დეტალურად გაიაზროთ ისინი.
კრისტალის ბიზნეს სესხი
კრისტალის ბიზნეს სესხი მოსახერხებელ, თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტებს აერთიანებს.
მაგალითად, სტარტაპ სესხი საშუალებას გაძლევთ, თქვენი იდეები რეალობად აქციოთ და საკუთარი ბიზნესსაქმიანობა წამოიწყოთ, ისარგებლოთ შემოსავლების გათვალისწინებით შედგენილი გრაფიკითა და კრისტალის ექსპერტების პრაქტიკული ტრენინგ კურსით. შემოსავლებზე ოპტიმალურადაა მორგებული 100 000 ლარამდე ბიზნეს სესხიც, რომლის მიზნობრიობაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას გულისხმობს. ექსპრეს ბიზნეს სესხის მიზნობრიობაც იმავე შინაარსისაა, თუმცა ამ შემთხვევაში თანხის ლიმიტი 30 000 ლარია, ხოლო დაფინანსების პროცედურები კიდევ უფრო სწრაფი, ყველა მათგანს დაფარვის მოქნილი პირობები აქვს და გეხმარებათ, მიღებულმა თანხამ თქვენს ბიზნესს რეალური წარმატება მოუტანოს.
გახსოვდეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მაღალ პასუხისმგებლობასა და პარტნიორობას ეფუძნება.