ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
-
რომელ ქალაქებში იქნება სერვისი ხელმისაწვდომი?
- თბილისი 1 (თბილისი, წერეთლის გამზირი #121)
- ქუთაისი 1 (ქუთაისი, წერეთლის #1)
- ზუგდიდი (ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზ. #13)
- ფოთი (ფოთი, ფარნავაზ მეფის 4)
- ბათუმი (ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. #34)
-
რა ტიპის თამასუქზე მუშაობს კრისტალი?
მარტივი (სოლო თამასუქი); ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მხოლოდ 2 მხარე იქნება. კრისტალი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სარგებელი, და მომხმარებელი.
-
შემიძლია თამასუქზე ოპერაციები მინდობილობით შევასრულო?
დიახ.
-
თამასუქის სერტიფიკატი თუ დავკარგე რა ხდება ამ შემთხვევაში?
კანონით არ გვაქვს უფლება სერტიფიკაცის გარეშე მომხმარებელს თანხა დავუბრუნოთ. შესაბამისად, ფორმალობისთვის საქმე სასამართლოში გადადის და მოგვიანებით ხდება თანხის დაბრუნება.
-
ვადის ამოწურვის შემდეგ რა ხდება?
ვადის ამოწურვის დღეს, უნდა მობრძანდეთ ფილიალში, წარმოადგინოთ თამასუქის სერტიფიკატი (რომელიც გადმოგეცემათ გაფორმების დღეს) და გაიტანოთ თანხა.
განახლების სურვილის შემთხვევაში, იხსნება ახალი თამასუქი.
-
განაცხადიდის გაკეთებიდან რა პროცესია გასავლელი ხელშეკრულების გაფორმებამდე?
ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა KYC პროცედურის გავლა, რომელსაც დაახლოებით 1 დღე სჭირდება.
-
რაიმე გადასახადი ეხება თამასუქს?
დიახ, მეორადი საშემოსავლო ბეგარა -5% დარიცხულ სარგებელზე.
-
თამასუქის გატანა-შემოტანა როგორ ხდება?
თანხა შეგიძლიათ შემოიტანოთ ნაღდი და უნაღდო გზით. ასევე, გატანაც შესაძლებელია ორივე გზით.
-
სარგებლის მიღება როგორ ხდება?
სარგებლის რეალიზაცია ხდება მხოლოდ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე და არ გაიცემა ფილიალში.
-
ღია თამასუქი შემიძლია ნაწილობრივ დავარღვიო და ნაშთი დავტოვო?
არა, მისი დარღვევა სრულად უნდა მოხდეს.
-
თამასუქის ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია?
ღია თამასუქი – დიახ, ნებისმიერ დროს.
დახურული თამასუქი – არა.
-
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა რამდენია?
თამასუქის დარღვევის საკომისიო შეადგენს გადასახდელ სარგებლის განაკვეთს:
-5%-ს ლარში (თუ 13%-იანი სარგებელს იღებთ, დარღვევის შემთხვევაში 8% დაგერიცხებათ)
-1%-ს დოლარში
-
მომსახურების საკომისიო რამდენია?
₾ 0
-
თანხის თამატება თამასუქზე შესაძლებელია?
არ არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში ახალი, პარალელური თამასუქი უნდა გაიხსნას.
-
მაქსიმუმ რა მოცულობის თანხა შემიძლია განვათავსო?
დახურული თამასუქის შემთხვევაში ₾3,000,000 (ან ექვივალენტი დოლარში)
ღია თამასუქის შემთხვევაში ₾1,000,000 (ან ექვივალენტი დოლარში)
-
მინიმუმ რა მოცულობის თანხა შემიძლია განვათავსო?
₾ 100,000
$ 40,000
შედეგი ვერ მოიძებნა!