ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
-
როგორ შევავსო განაცხადი?
ეწვიეთ თქვენთვის სასურველ მაღაზიას და შეავსეთ განაცხადი
-
ბინადრობის მოწმობის საფუძველზე განვადების დამტკიცება შესაძლებელია?
განვადების განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, თუმცა, ვალდებულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ბინადრობის ვადას
-
თუ მაღაზიაში კრიატლის წარმომადგენელი არ არის, რა უნდა გავაკეთო?
შეგიძლიათ ინვოისი წამოიღოთ და ეწვიოთ კრისტალის ფილიალს ან უახლოეს მაღაზიას, სადაც დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი
-
რა დამჭირდება კურსის გადასახურდავებლად?
დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა
-
კურსის დაფიქსირება თუ არის შესაძლებელი?
შესაძლებელია. ფორმდება ავანსის ხელშეკრულება და ოპერაციის შესრულებადე, განათავსებთ დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ს. ოპერაციის შესრულების შემდეგ, განთავსებული, 2% გიბრუნდებათ უკან.
-
სად შემიძლია რომ კონვერტაციით ვისარგებლო?
კრისტალის ყველა ფილიალში შეძლებთ კონვერტაციას
-
რა ტიპის ვალუტის ყიდვა ან გაყივა შემიძლია კრისტალში?
შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ: ამერიკული დოლარი, ევრო, რუსული რუბლი, თურქული ლირა, ბრიტანული ფუნტი, შვეიცარული ფრანკი, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი
-
რა არის საჭირო გზავნილის გასანაღდებლად?
დაგჭირდებათ პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენა, ასევე საჭიროა დაასახელოთ: გზავნილის სისტემა, კოდი, ვალუტა, თანხა, რომელიც უნდა მიიღოთ და გამომგზავნი.
-
სად შემიძლია ფულადი გზავნილის გაგზავნა/განაღდება ?
კრისტალის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ გააგზავნოთ/გაანაღდოთ გზავნილი
-
გზავნილებზე რამდენია საკომისიო?
თანხის მიღება-უფასოა
თანხის გაგზავნისას, გამგზავნი იხდის საკომისიოს, რომლის ტარიფი განისაზღვერება, გზავნილების სისტემების მიხედვით
-
გაქვთ თუ არა შიდა გზავნილი?
გვაქვს შიდა გზავნილი- “მიმინო”, რომლის გაგზავნას/მიღებას შეძლებთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში
-
რომელი გზავნილების გაგზავნა/განაღდება შეიძლება კრისტალში?
შეგიძლიათ მიიღოთ ან გააგზავნოთ შემდეგი გზავნილები:
- Western Union
- Money Gram
- Intel Express
- Ria
- Zolotaya Korona
- Unistream
- contact
- მიმინო
-
ფასდება თუ არა ნაკეთობა ან ძვირფასი თვლები?
ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ ოქროს შეფასება
-
რამდენია საპროცენტო განაკვეთი ოქროს სესხზე?
წლიური საპროცენტო განაკვეთი არის, 24%-დან, ეფექტური 26.85%-დან.
-
ყოველთვიური დაფარვის გრაფიკის შემთხვევაში, რამდენ თვეზე შემიძლია გადავანაწილო ოქროს სესხი?
სესხი შეგიძლიათ გადაანაწილოთ, მაქსიმუმ, 36 თვეზე.
-
რას ნიშნავს გრაფიკიანი ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი?
ოქროთი უზრუნველყოფილია სესხი, სადაც თანხის ძირიც და პროცენტიც გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად, ეტაპობრივად იფარება.
-
რა ვადით გაიცემა ოქროთი უზრუნველყოფილი სესხები?
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ: 1 თვიანი, 3 თვიანი და გრაფიკიანი ოქროთი უზრუნველყოფილი სესხით- 6 თვიდან-36 თვემდე ვადით.
-
რომელი სინჯებით შემიძლია მივიღო ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი?
ვაფასებთ ოქროს: 375, 500, 585, 750, 900, 958 სინჯით.
-
ვის შეუძლია ისარგებლოს ოქროს სესხით?
ოქროს სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბინადრობის ნებართვა.
-
რა რაოდენობის თანხა გაიცემა ოქროს უზრუნველყოფით?
ოქროთი უზრუნველყოფილი სესხით შეგიძლიათ მიიღოთ, 50-დან- 100 000 ლარამდე თანხა
-
როგორ დაგიკავშირდეთ?
კრისტალის ცხელ-ხაზის ნომერია: 0322022020
-
რომელ საათამდე მუშაობს ცხელი ხაზი?
მომსახურებას მიიღებთ, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე.
-
რომელ საათამდე შევძლებ ონლაინ ჩატზე ან facebook გვერდზე ინფორმაციის მიღებას?
მომსახურებას მიიღებთ, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე.
-
რა ღირს გზავნილის ამონაწერი?
გზავნილის ამონაწერი ღირს-15 ლარი
-
რა ღირს ცნობისა და ამონაწერის გაცემა ერთად?
ცნობისა და ამონაწერის გაცემის ღირებულება არის- 20 ლარი.
-
რა ღირს სასესხო ამონაწერი?
სასესხო ამონაწერი უფასოა
-
რა ღირს ცნობა საკრედიტო ვალდებულების შესახებ?
ცნობის ღირებულება არის- 20 ლარი.
-
როგორ შემიძლია გავიგო რამდენი მაქვს გადასახდელი?
თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია კრისტალის ვებ-გვერდზე: http://bit.ly/3yeoGvr პირად კაბინეტში იხილავთ სესხის/განვადების ყოველთვიურად ჩასარიცხი თანხის რაოდენობას.
-
შემიძლია თუ არა მესამე პირის მობაილ/ ინტერნეტ ბანკით თანხის გადმორიცხვა ჩემს ვალდებულებაზე?
შესაძლებელია ისარგებლოთ მესამე პირის მობაილ ბანკით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულებაში მიუთითოთ მსესხებლის- სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
-
მობაილ/ინტერნეტ ბანკით, თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, ჩამომეჭრება თუ არა საკომისიო?
მობაილ/ინტერნეტ ბანკით, კრისტალის იმავე ბანკის ანგარიშის ნომერზე გადმორიცხვის შემთხვევაში, საკომისიოს არ ითვალისწინებს
შედეგი ვერ მოიძებნა!