ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
- 
                      რა სახის თამასუქები არის ხელმისაწვდომი?
                      დახურული თამასუქი – მომხმარებელი აბანდებს თამასუქში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით და საპროცენტო განაკვეთით, იმ პირობით, რომ თანხის გატანა მოხდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. ღია თამასუქი – მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველ დროს გაიტანოს თანხა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების დაცვით. 
- 
                      ვის შეუძლია საინვესტიციო პროდუქტით სარგებლობა?
                      თამასუქის შეძენა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს 
- 
                      რომელ ფილიალში იქნება სერვისი ხელმისაწვდომი?
                      სერვისი ხელმისაწვდომი იქნება კრისტალის ნებისმიერ ფილიალში 
- 
                      თანხის დამატება თამასუქზე შესაძლებელია?
                      არ არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში ახალი, პარალელური თამასუქი უნდა გაიხსნას 
- 
                      სარგებლის (%) რეალიზაცია რა სიხშირით შემიძლია?
                      - დახურული თამასუქის შემთხვევაში – ყოველ თვე, ვადის ბოლოს.
- ღია თამასუქის შემთხვევაში – ვადის ბოლოს.
 
- 
                      სარგებლის მიღება როგორ ხდება?
                      სარგებლის რეალიზაცია ხდება როგორც საბანკო ანგარიშზე, ასევე კრისტალის ფილიალიდან 
- 
                      შესაძლებელია თუ არა თამასუქის ვადის დარღვევის გარეშე თანხის კონვერტაცია/სხვა ვალუტაში გადატანა?
                      თუ გსურთ თამასუქის ვალუტის შეცვლა, ამისათვის თქვენთან ფორმდება დამატებითი შეთანხმება კურსსა და ვალუტაზე, კონვერტაციას კი დაპირებული კურსით, თამასუქის ვადის ბოლოს შეგისრულებთ 
შედეგი ვერ მოიძებნა!
