Search
ყველა შედეგი

კრისტალსა და გერმანულ შპარკასენშტიფტუნგს შორის თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ და გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK) მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის, მდგრადი ფინანსური სერვისების შეთავაზებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლებენ. შესაბამის მემორანდუმს DSIK-ის დირექტორმა, ნიკლაუს ბერგმანმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროექტის ლიდერმა, მიხაელ ბეკმა და „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ მოაწერეს ხელი.  

გერმანული ფონდი შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (DSIK) მიმდინარე წლის იანვრიდან, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, პროექტს ,,მიკრო და მცირე მეწარმეების სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და მდგრადი ფინანსური სერვისები“ ახორციელებს. მისი მიზანი მომავალზე ორიენტირებული, მდგრადი ფინანსური ბაზრის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რეგიონების მაცხოვრებლებისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის მოთხოვნაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების მდგრადი გამოყენება, ფინანსური, სამეწარმეო და ეკოლოგიური კომპეტენციების გაუმჯობესებაა. ამ პროცესში კი ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას გადამწყვეტი როლი აქვს. „კრისტალსა“ და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმი და თანამშრომლობა სწორედ ამ პროექტის მიზნების მიღწევას ემსახურება.  

პარტნიორობის ფარგლებში, ფონდი შპარკასე „კრისტალს“ ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და განვითარებაში დაეხმარება. მემორანდუმი ისეთ საკითხებზე ითვალისწინებს თანამშრომლობას, როგორებიცაა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკების (ESG) მართვა, მდგრადი დაფინანსება, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის მდგრადი პროდუქტების განვითარება და გაუმჯობესება, მეწარმე ქალების ჩართულობის, „კრისტალის“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ცნობიერების ამაღლების კამპანიების მხარდაჭერა.  

აღსანიშნავია, რომ „კრისტალსა“ და შპარკასეს შორის პარტნიორობა 2022  წლიდან დაიწყო და ამ პერიოდიდან ეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. 

შპარკასეს შესახებ: გერმანული ფონდი სპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (DSIK) საქართველოში 2002 წლიდანაა აქტიური. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ფონდი  ფინანსური განათლების, რეგიონებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებისა და რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლების საკითხებზე მუშაობს. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.