Crystal
Home Page      Contacs      Site map Georgian versionEnglish version
News & Events
2009-12-22
ევრობანკი ადგილობრივ ვალუტაში პირველ კრედიტს გამოყოფს საქართველოში
 ვრცლად

2009-09-15
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარანტიო ფონდის ხელმოწერა და პრეზენტაცია
 ვრცლად

2008-08-19
18 აგვისტოდან კრისტალმა განაახლა ფუნქციონირება შეზღუდული რეჟიმით
 ვრცლად

2008-06-24
24-25 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა "კრისტალის" ბიზნეს დაგეგმარების შეხვედრა
 ვრცლად

2008-05-23
"კრისტალმა" მიიღო ახალი დაფინანსება Finethic Microfinance-დან
 ვრცლად

 სიახლეების არქივი



საბეჭდი ვერსია

სააქციო საზოგადოება “კრისტალი” წარმოადგენს 1998 წელს ქ. ქუთაისში დაფუძნებულ ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე სესხების გაცემის გზით ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, სვანეთი) და ქალაქ თბილისში. ახლო მომავალში იგეგმება გაფართოება მთელი საქარველოს მასშტაბით.

"კრისტალი" დაინტერესებულ პირებს თავაზობს როგორც ბიზნეს სესხებს, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია გასცემს სესხებს როგორც არსებული საქმიანობს გასაფართოებლად, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად. ფინანსდება ნებისმიერი სახის კერძო ბიზნესი (წარმოება, კომერცია, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო). აქტიურად მოქმედებს სწრაფი განვადების სისტემაც, სადაც სესხის აღება შეიძლება ყოველგვარი ხელფასის გარანტიის გარეშე, საერთო ოჯახური შემოსავლების გათვალისწინებით.

სესხების მოცულობა მერყეობს 100-დან 10,000 აშშ დოლარამდე; 1.5%-3% საპროცენტო განაკვეთით თვეში; 4 თვიდან 2 წლამდე ხანგრძლივობით. სესხების გაცემა ხორციელდება მარტივად, სწრაფად (3-4 დღე) და მინიმალური დოკუმენტაციის მოთხოვნით. წარმატებული კლიენტებისათვის შექმნილია დამატებითი წახალისების მექანიზმები.