ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ გრძელვადიანი პარტნიორისგან - „ტრიპლ ჯამპისგან“, რომელიც „ASN Microkredietfonds-ის სახელით მოქმედებს, 1.2 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო. რესურსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის კაპიტალის გაძლიერებაში და საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს საფიანანსო სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოში. მიღებული თანხა მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების დაფინანსებაზე.