„კრისტალმა“ 25 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.ღონისძიება, რომელიც ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გაიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფინანსური ინტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონია პანელური დიკუსიით გაიხსნა, რომელსაც მოდერაციას „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე უწევდა.პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ გენდერული ობლიგაციების გამოშვების ხელშეკრულებას „კრისტალს“, აზიის განვითარების ბანკს, საქართველოს ბანკსა და Galt & Taggart-ს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი.ღონისძიების ბოლოს კი პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ის მეწარმე ქალები დააჯილდოვეს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობები კომპანიის ინიციატივებისა თუ სერვისების დახმარებით განავითარეს